სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 116 შემთხვევა გამოვლინდა, 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 116 შემთხვევა გამოვლინდა, 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 830 ტესტი ჩატარდა.
2 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 194 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 174 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 552 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 904 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.