სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 795 ადამიანს დაუდასტურდა, 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 795 ადამიანს დაუდასტურდა, 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ათი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 464 ტესტი ჩატარდა.
13 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 178 799 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 165 975 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 253 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 836 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.