სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 537 ადამიანს დაუდასტურდა, 21 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 537 ადამიანს დაუდასტურდა, 1 410 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 17 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 154 602 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 134 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 673 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 658 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.