სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველი ივლისის მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 26 065 შემთხვევა.
ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 10 900 პაციენტი, 14 563 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში გარდაიცვალა 602 პაციენტი. აქედან 149 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ დასახელდა.