სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 413 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 413 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 413 ადამიანს დაუდასტურდა, 29 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 323 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 28 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

5 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 99 563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 60 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ გარდაიცვალა 1 476 ადამიანი, კიდევ 390 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.