სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 643 ტესტი ჩატარდა.
9 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 175 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 165 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 232 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 832 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.