სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსზე 2 992 ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის სომხეთში 4 445 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 170 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 175 ადამიანი გარდაიცვალა.