სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 697 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 697 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ცხრა ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
სომხეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 11 221 შემთხვევა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 176 ადამიანი. 68 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი სხვა დაავადება გახდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა და 3 468 შეადგინა.