სომხეთში აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი პარლამენტის სხდომის ჩაშლაა
თუ ეროვნული კრება შეიკრიბება, ერევანზე კონტროლს ავიღებთ, – ეს განცხადება ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა news.am ავრცელებს.
ფაშინიანის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი ხვალისთის დაგეგმილი პარლამენტის სხდომის ჩაშლაა, სადაც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.
ფაშინიანი მომხრეებთან ერთად, ერთ-ერთი კოლეჯის შენობაში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოლეჯის ადმინისტრაციამ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით აქციის მონაწილეებს კარი თავად გაუღო. ოპოზიციური ფრაქცია „ ელქის“ ლიდერი სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ აქციებს.
საპროტესტო აქციები სომხეთში მმართველი პარტიის ინიციტივას მოჰყვა. პარტიამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა.