სომხეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს აკავებენ. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. მათივე ცნობით, მოქალაქეები სომხეთის ეროვნული კრების შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, დღეს სომხეთის ეროვნულ კრებაში დაგეგმილ სხდომაზე „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეროვნული“ კანონების მიღებას აპირებენ.
როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანის ოპონენტები მმართველი ფრაქციის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებიან. რეფორმა მოსამართლეთა ახალი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებებს განსაზღვრავს.