სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.
პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.
პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღელისგან გადაარჩინა და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.