სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილია 72 წლის პაციენტი, რომელსაც ორმხრივი პნევმონიის გარდა, პოლიორგანული უკმარისობა, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა აღენიშნებოდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია სულ 290 ადამიანი. სომხეთში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა.