სომხეთში 22 ნოემბერი სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღედ გამოცხადდება
სომხეთში 22 ნოემბერი სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღედ გამოცხადდება.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
13 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ მეორეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა და კათალიკოს-პატრიარქმა 22 ნოემბერს სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღის დაწესების შესახებ განაცხადეს.
ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ ეკლესიაში მემორიალური ღონისძიებები გაიმართება.