სომხეთში 16-20 მარტს მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართება
სომხეთში 16-20 მარტს მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართება

სომხეთში 16-20 მარტს მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართება.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ყველა ოპერაციულ მიმართულებაში ჩატარდება ერთობლივი ტაქტიკური და ტაქტიკურ-სპეციალური სწავლებები კომბინირებული შეიარაღებული ძალების, საბრძოლო შეიარაღებისა და სპეციალური ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლების მიზანია ჯარების საბრძოლო ეფექტურობის, ოპერატიული რგოლის მართვის შესაძლებლობებისა და რთულ მდგომარეობაში სწრაფი მოქმედების შესაძლებლობის შემოწმება.

ტაქტიკურ და ტაქტიკურ-სპეციალურ სწავლებებში 7 500 სამხედრო მოსამსახურე, 200-მდე სარაკეტო, რეაქტიული და საარტილერიო, 150-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, 100-მდე ჯავშანმანქანა, 90-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება მიიღებს მონაწილეობას.

ჯარების ტაქტიკური მოქმედებების მხარდასაჭერად, სწავლებაში სამხედრო ავიაციაც ჩაერთვება.