სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, 14 მაისის მონაცემებით, სომხეთში გამოვლენილია კოვიდინფექციის 3 860 შემთხვევა.
ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 2 218 პაციენტი. მათგან 69 საავადმყოფოში ბოლო დღე-ღამეში მოათავსეს.
ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი. შედეგად სომხეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 49 შეადგინა.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 21 მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, „სხვა დაავადებების შედეგად დაიღუპა“.