ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე სომხეთის სახელით 23 წლის სრბუკი წარდგება.
სრბუკს სომხეთის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. ახალგაზრდა მომღერალს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის უკრაინის „ახალი ხმა“, სადაც ფინალურ ტურში მეოთხე ადგილი დაიკავა.
სომხეთში ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის შესარჩევად გამოცხადებული რამდენიმეთვიანი კონკურსი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური გვერდი წერს, კონკურსში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა კომპოზიტორმა მიიღო და ფავორიტებიც უკვე გამოვლენილია.
სომხეთის საკონკურსო სიმღერის პრეზენტაციის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.