სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის საზღვარზე შეხვედრა გაიმართა
სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლებს შორის საზღვარზე შეხვედრა გაიმართა. რიგით მეხუთე შეხვედრა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რუბენ რუბინიანსა და თურქეთის ელჩს, სერდარ ქილიჩს შორის მარგარა-ალიჯანის სასაზღვრო პუნქტზე შედგა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, შეაფასონ ტექნიკური საჭიროებები რეგიონული მოვლენების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ახულრიკ-აკიაქის სარკინიგზო-სასაზღვრო პუნქტის ფუნქციონირება, ასევე გამარტივდეს ორმხრივი სავიზო პროცედურები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
შეხვედრის დასასრულს თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების შეთანხმებას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საბოლო მიზნის მისაღწევად, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას გულისხმობს.
თავის მხრივ, თურქი დიპლომატი სერდარ ქილიჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ნორმალიზების პროცესის ყველა ასპექტი და წინსვლის ყველა შესაძლებლობა კონსტრუქციული ურთიერთგაგებით.