სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების განცხადებით, სასაზღვრო ზონაში შედარებით სიმშვიდეა
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების განცხადებით, სასაზღვრო ზონაში შედარებით სიმშვიდეა

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში შედარებით სიმშვიდეა.

სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ სხვადასხვა უბანზე 70-მდე გასროლა განახორციელა, თუმცა სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები საზღვრის გასწვრივ ვითარებას აკონტროლებენ.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სასაზღვრო ზონაში მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები გამოიყენა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სხვადასხვა მიმართულებაზე 70-ჯერ დაარღვია.

აზერბიჯანის თავდაცვის უწყების ცნობთ, სამხედრო დანაყოფები ოპერატიულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.