სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მომუშავე კომისიებმა ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებას ხელი მოაწერეს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მომუშავე კომისიებმა ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებას ხელი მოაწერეს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის მე-8 სხდომის ოქმისა და სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელი 2024 წლის 19 აპრილს მოეწერა, კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებაზე შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა დასრულდა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.