სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შეტაკებები გრძელდება.
მათივე ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს შეტევა განახორცილეს და შეტაკებები ახლაც გრძელებდა. როგორც აღინიშნა, გამოყენებულია არტილერია, ბრონირებული მანქანები და სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ ზომებს მიმართავენ მის აღსაკვეთად.
მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რათა დაეკავებიანთ უფრო სასარგებლო პოზიციები. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომეხმა სამხედროებმა შეტავა განახორციელეს ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში.