სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა გამართეს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა გამართეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირანოვმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, სტეფან ვისკონტისა და ანფრიუ შოფერის მონაწილეობით შეხვედრა გამართა არარატ მიროზიანთან.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრა სომხური მხარის ინიციტივით განხორციელდა.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ხელშეწყობის თაობაზე, რეგიონში ახალი რეალობების გათვალისწინებით. საგარეო უწყების თქმით, შეხვედრაზე კვლავ გაჟღერდა პოსტკონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიცია.