სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში ორმხრივი შეხვედრა გამართეს, დიპლომატები ასევე შეხვდნენ ენტონი ბლინკენს
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს. არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. დიპლომატები ასევე შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება, სამშვიდობო შეთანხმებაა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ენტონი ბლინკენთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ მუშაობას ხანგრძლივი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დიალოგი კი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ში დღეს ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.