სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 მაისს მოსკოვში გამართავენ შეხვედრას
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 მაისს მოსკოვში გამართავენ შეხვედრას, – ამის შესახებ სომხურ მედიასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას არარატ მირზოიანმა და ჯეიხუნ ბაირამოვმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამდგომლობით აშშ-ში გამართეს რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიხუნ ბაირამოვმა მოგვიანებით განაცხადა, ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით თანხმობა იქნა მიღწეული.