სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად სომხეთის საზღვრის მიმდებარედ, ტოვუზის რაიონში ვითარება შედარებით მშვიდია. როგორც უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელებში და მობილური აპლიკაციებით ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაცია ვრცელდება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ გაავრცელონ „უსაფუძვლო პროვოკაციული ცნობები“ და დაეყრდნონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას.
თავის მხრივ, სომხეთის კრიზისული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა, არწრუნ ჰოვანისიანმა გვიან ღამით გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის ოლქში დაძაბულობა შემცირებულია.
„ეს შედარებითი სიმშვიდე დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. ძალიან ცოტას ისვრიან და არ იყენებენ მსხვილკალიბრიან იარაღს. ანუ ადგილი აქვს დაძაბულობის კლებას“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.