სომხეთის ყოფილი პრემიერის, სერჟ სარგსიანის ძმა პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა
სომხეთის ექსპრემიერის, სერჟ სარგსიანის ძმა პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ალექსანდრ სარგსიანი სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარებაში დასდეს ბრალი.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს კომპანიებში „სიქურითი დრიმ“ და „ელიპსი“. სომხური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს კომპანიები სარგსიანს ეკუთვნის და მათ ხელმძღვანელობას უკანონო ფინანსურ ოპერაციებში ადანაშაულებენ.
სერჟ სარგსიანის ძმა 2003 წლიდან სომხეთის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო, პარალელურად აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.
შეგახსენებთ, ალექსანდრ სარგსიანის დაკავებამდე, სომხეთში აიყვანეს კიდევ ერთი დეპუტატი და გენერალი მანველ გრიგორიანი, რომელსაც ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება.
გარდა ამისა, სომეხი სამართალდამცავები დაინტერესდნენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვაჩაგან კაზარიანის საქმიანობითაც. ის პოლიციამ გუშინ დააკავა. კაზარიანს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. კაზარიანი სომხეთის ექსპრეზიდენტისა და პრემიერის, სერჟ სარგსიანის უახლოეს მოკავშირედ ითვლება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ- მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა.