სომხეთში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა დააკავეს.
მედიის ცნობით, სერჟ სარგსიანის ძმას, ალექსანდრ სარგსიანს ბრალად იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. ყოფილი პრემიერის ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სომხეთის პოლიციის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, ედგარ ჯაოიანმა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება.