სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ თურქეთთან ურთიერთობების დასამყარებლად და არსებული საკითხების მოსაგვარებლად მზადაა
სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ თურქეთთან ურთიერთობების დასამყარებლად და არსებული საკითხების მოსაგვარებლად მზადაა.
აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
„ჩვენს რუს პარტნიორებთან განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესში წინასვლა. უფრო ეფექტური იქნება, თუ ამ პროცესებს დავიწყებთ, რადგან ჩვენ და თურქულმა მხარემაც განვაცხადეთ, რომ დადებითი სიგნალები არის“, – აღნიშნა გრიგორიანმა.