სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - არსებობს სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლოსთვის გაფორმების შესაძლებლობა
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - არსებობს სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლოსთვის გაფორმების შესაძლებლობა

არსებობს სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლოსთვის გაფორმების შესაძლებლობა, – ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი აცხადებს.

„მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და თუ ამ კურსს შევინარჩუნებთ, არის შესაძლებლობა, წლის ბოლოს სამშვიდობო შეთანხმება დავდოთ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვოთ გამოსავალი, რომ მივაღწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგს და დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება“,- განაცხადა გრიგორიანმა.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ერევანი დადებითად აფასებს პირველ ივნისს კიშინეუში გამართულ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე წინსვლისთვის. ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გრიგორიანმა.