სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გრიგორიანს 26 სექტემბერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთის ლიდერებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწესთან ჰიკმეთ ჰაჯიევთან.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია 5 ოქტომბერს გრანადაში დაგეგმილი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის მომზადება.