სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში არის უთანხმოება, ერევნის მთავარი მოთხოვნაა, აზერბაიჯანმა გაიყვანოს ჯარი ჩვენი სუვერენული ტერიტორიიდან
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში არის უთანხმოება, ერევნის მთავარი მოთხოვნაა, აზერბაიჯანმა გაიყვანოს ჯარი ჩვენი სუვერენული ტერიტორიიდან

აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში არის უთანხმოება და ერევნის მთავარი მოთხოვნაა, აზერბაიჯანმა გაიყვანოს ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, – ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

არმენ გრიგორიანმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა მხარემ ისაუბრა ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების პროგრესზე. კითხვაზე პასუხად, თუ რა პროგრესზეა საუბარი, სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა:

„ამერიკული მხარე საუბრობს პროგრესზე და ეს კითხვა მათ უნდა გაუგზავნოთ. პრესრელიზში სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ არის უთანხმოება და ჩვენ ვიმუშავებთ ამ უთანხმოებებიდან გამოსავლის მოსაძებნად. ბუნებრივია, მათ უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია, ეს სავალდებულოა. ამ პირობებში შესაძლებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება საერთაშორისო გარანტიებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ გამოსავალს ვიპოვით, წინ წავალთ. ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს,“ – თქვა არმენ გრიგორიანმა.