სომხეთის თავდაცვის უწყება გაბალისა და ქურდამირის რაიონების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს
სომხეთის თავდაცვის უწყება გაბალისა და ქურდამირის რაიონების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს.

სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა.

ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეტევა სცადა, რომელიც მოგერიებულ იქნა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გაბალისა და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცლეებაში სდებს ბრალს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.