სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 30 სექტემბრის ღამეს ვითარება სტაბილურად დაძაბული იყო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 30 სექტემბრის ღამეს ვითარება სტაბილურად დაძაბული იყო. შუშან სტეპანიანის თქმით, ზოგიერთი მიმართულებით გრძელდებოდა სროლა და საარტილერიო ცეცხლი.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ, უკეთესი პოზიციები დაეკავებინათ და ძალების გადაჯგუფებას ახდენდნენ, რაც სომხეთის არმიამ დროულად დააფიქსირა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის თქმით, ოპერატიულ-ტაქტიკური მდგომაროება არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.