სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტეპანაკერტი „სმერჩის“, „პოლონეზისა“ და „კასირგას“ სარაკეტო დანადგარებით იბომბება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტეპანაკერტი „სმერჩის“, „პოლონეზისა“ და „კასირგას“ სარაკეტო დანადგარებით იბომბება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი სტეპანაკერტი „სმერჩის“, „პოლონეზისა“ და „კასირგას“ სარაკეტო დანადგარებით იბომბება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის მსხვილი საცეცხლე წერტილების ჩაქრობის მიზნით მოქმედებები შეძლებისდაგვარად გრძელდება, რადგან მოწინააღმდეგეს საკმარისად დიდი ძალები და შესაძლებლობები აქვს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ იერიში მიიტანა ქალაქ შუშაზეც.