სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის არმიის ჯარისკაცები დაშავდნენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის არმიის ჯარისკაცები დაშავდნენ. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქ ვარდენისის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის სამხედროებმა ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი, რომელსაც საჭმელი გადაჰქონდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარება ამჟამად შედარებით სტაბილურია.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის არმიის სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნა კატეგორიულად უარყო.