სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა სომეხ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ სცადეს საინჟინრო სამუშაოების ჩატარება გეღარქუნიქის რაიონის სასაზღვრო ზონაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, სომეხმა მესაზღვრეებმა კი მათ საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ორმხრივ სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.