სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგას
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, სურენ პაპაკიანი და სერგეი შოუგუ რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგას.
სომხეთის სამხედრო უწყების ცნობით, სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, 13 სექტემბერს შედგა.
„სომხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რუს კოლეგას გააცნო ვითარება, რომელიც შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად. სურენ პაპიკიანსა და სერგეი შოიგუს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ვითარების სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე“, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.