სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სიტუაციის ესკალაცია, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის განხორციელების წინაპირობას ქმნის
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - სიტუაციის ესკალაცია, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის განხორციელების წინაპირობას ქმნის

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის განხორციელების წინაპირობას ქმნის.

როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, გზების გადაკეტვა, აუცილებლად გამოიწვევს სამხედრო გამოწვევების ესკალაციას.

„სომხეთის არმია მზადაა, მოწინააღმდეგის ყველა შეტევაზე საპასუხოდ. თუმცა შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია – ეს არის ფაქტორი, რომელიც არასასურველი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს სამხედრო ამოცანების შესრულებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოერიდონ ქმედებებს, რომელიც შეიძლება გახდეს შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზეზი.