სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებული ძალების კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ორმა სამხედრომ.
მანამდე, სომხეთის თავდაცვის უწყებამ, ასევე ორი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მსხვერპლი არის აზერბაიჯანის მხარესაც.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა.