სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ადასტურებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ადასტურებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის მიერ გახსნილ ცეცხლს სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი ემსხვერპლნენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა დაწერა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც გამოაქვეყნა.