სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას დასახლებული პუნქტების აღებაზე უარყოფს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექვსი დასახლების აღების შესახებ.
„აზერბაიჯანის არმიას ჯერ არ გამოუცხადებია დასავლეთ სომხეთის დაპყრობის შესახებ? სექვსიოფელი არა, ათი ქალაქი. როგორ ვერ ისწავლით ფიზულის გამოსახულების ფოტოშოფში სწორად დამუშავება მაინც?“ – წერს არწრუნ ჰოვჰანისიანი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს სომხეთის მიერ ოკუპირებული ექვსი სოფელი ფიზული-ჯაბარაილი ფრონტის მიმართულებით“. ასევე, აზერბაიაჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის განცხადებით, „ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული“.