სომხეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნების ტაქტიკური ხასიათი მიუღებელი არ არის, მთავარია, სომხეთის საზღვართან ახლოს პროვოკაციული სახე არ ჰქონდეს
თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით ტონოიანი გამოეხმურა.
„თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნების ტაქტიკური ხასიათი სომხეთისთვის მიუღებელი არ არის, თუმცა მთავარია, აღნიშნულმა წვრთნებმა სომხეთის საზღვართან ახლოს პროვოკაციული სახე არ მიიღოს“, – განაცხადა ტონიანმა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარე თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დღეს დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნებში, რომელიც 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში გაიმართება, ჩაერთვებიან ჯავშანმანქანები, ნაღმმტყორცნები და ქვემეხები. ისინი სიმულაციურ სამიზნეებს გაანადგურებენ.
გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვებიან ვერტმფრენები და თვითმფრინავები.