სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - სომხეთის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები ადეკვატურ პასუხს მიიღებს
სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - სომხეთის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები ადეკვატურ პასუხს მიიღებს

სომხეთის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები ადეკვატურ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას სომხური სააგენტო „პანორამა ამი“ ავრცელებს.

„აზერბაიჯანული მხარე განაგრძობს თავის აგრესიულ ქმედებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მიზანმიმართულად უხსნის ცეცხლს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მშვიდობიან მოსახლეობას და დაძაბულობის გეოგრაფიას აფართოებს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, დღეს ქალაქ ბერდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განხორციელდა.

„სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხების წინააღმდეგ ეს აგრესიული ქმედებები ადეკვატურ პასუხს მიიღებს, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაში.