სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - ჟენევაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი არ არის
სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - ჟენევაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი არ არის

ჟენევაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანნა ნაღდალიანმა განაცხადა.

„სომხეთის პრინციპული პოზიცია შემდეგში მდგომარეობს – არ შეიძლება, ერთი ხელით მოლაპარაკებებს აწარმოებდე, მეორე ხელით კი, სომხეთის წინააღმდეგ იბრძოდე“, – აცხადებს ნაღდალიანი.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა.

სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვალ ჟენევაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის თემაზე დიალოგი დაიწყება და მოლაპარაკების პროცესი 12 ოქტომბერს მოსკოვში გაგრძელდება.