სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან
სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

„მივესალმებით მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების განცხადებებს, რომლებმაც დაგმეს კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენება. სომხეთი კონფლიქტის მშვიდობიანი გაზით გადაჭრის ერთგულია“, – განაცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს ესაუბრა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ღრმად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობით და დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტითაა დაინტერესებული.