სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი ეძებს საბაბს საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს
აზერბაიჯანი ეძებს საბაბს საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
სომხეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამხედრო პროვოკაციებისკენ. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.