სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანის სამხედრო ჯგუფებმა ნაღმტყორცნების გამოყენებით საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„16 ივლისს, დილით, აზერბაიჯანის სამხედრო ჯგუფებმა მძიმე არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით სომხეთის საზღვართან ახლოს, აიგეპარისა და მოვსესის სოფლებთან სამხედრო ოპერაციები განაახლეს. სომხეთის შეირაღებული ძალებმა პროპორციული საპასუხო რეაქციის გამოყენებით აზერბაიჯანის ძალები მოიგერია. მათ დანაკარგებიც აქვთ.
ბრძოლის ველზე ვერაფერს მიაღწიეს და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფმა მოვსესის და აიგეპარის სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს, სადაც განზრახ უმიზნებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აგრესია მოჰყვა მტრული ქმედებების შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმებას და 15 ივლისს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ჯგუფი მხარეებს საზღვარზე სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.
არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკის შედეგად, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა, ახლა სახიფათო და არასწორად გათვლილი ნაბიჯებს დგამს, რომელთა გამოც, ის პასუხს აგებს საკუთარი ხალხის წინაშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.