სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
შესაბამის ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
ევროპელ დიპლომატთან საუბრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანული მხარე სხვადასხვა კალიბრის შეიარაღების გამოყენებით მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
ასევე, მნაცაკანიანმა შეშფოთება გამოთქვა „კონფლიქტში თურქეთის უშუალო ჩართულობის გამო“, მათ შორის აზერბაიჯანში „უცხოელი მებრძოლი ტერორისტების განთავსებით“.
შეგახსენებთ, მანამდე ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.