სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანან ნაღლადიანმა გაავრცელა. მან სოციალური ქსელით საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი განცხადება გადადგომის მოთხოვნით. მადლობა ნდობისა და საერთო სამუშაოსთვის – წერს მნაცაკანიანი.