სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია
ზოგრაბ მნაცაკანიანი აცხადებს, რომ სომხეთი მინსკის ჯგუფის მეშვეობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, გადაწყვეტას, რომელიც როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, მისაღები იქნება სომხეთის მოსახლეობისთვის, მთიანი ყარაბახის და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, ახლა აზერბაიჯანის მაქსიმალისტურ პოზიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის და მთავრობის ინტერესებს, ასევე სომხეთის მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა ეს მასშტაბური ესკალაცია, ახალ სიტუაციას ქმნის, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში.