სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არარატ მირზოიანი დაინიშნა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არარატ მირზოიანი დაინიშნა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე არარატ მირზოიანი დაინიშნა.

მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უკვე მოაწერა ხელი.

მანამდე მირზოიანი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.